სხვა დოკუმენტაცია

Gaxangdasxa sadasdasdsa

მშობელს ბავშვის სკოლაში დატოვება საღამოს 19:00 საათამდე შეუძლია. მოსწავლე გაკვეთილების დასრულებისთანავე მიირთმევს სამხარს, ერთი საათით გადის ეზოში (ცუდი ამინდის შემთხვევაში – დახურულ სპორტულ დარბაზში), უერთდება ძერწვის, ხატვის, ფაზლებისა და კითხვის კლუბებს.

გახანგრძლივებულში მოსწავლე სრულიად თავისუფალია, აირჩიოს თუ რომელი აქტივობით დაკავდება. პირველი და მეორე კლასელები ძერწავენ, ხატავენ, აწყობენ ფაზლებს ან ესწრებიან კითხვის კლუბს, სადაც პედაგოგი მათ აცნობს ლიტერატურულ ნაწარმოებს. მესამე კლასიდან მოსწავლეებს ეძლევათ მცირედი დავალებები. შესაბამისად, გახანგრძლივებული სწავლების გარკვეული პერიოდი მათ შესრულებას ეთმობა.

გახანგრძლივებულის პერიოდში მშობელს შეუძლია, მოსწავლე ჩართოს დამატებით აქტივობებში (სპორტული სკოლის, რობოტექნიკის, კინგსის აკადემიის, მუსიკალური აკადემიის ან სხვა მიმართულებით); მოსწავლე მიირთმევს სამხარს, უერთდება დამატებით კლუბს, ხოლო დასრულებისთანავე დაუბრუნდება  გახანგრძლივებული ჯგუფის აქტივობებს.

ნავგიაცია