მარტი 15, 2024
სიახლე
2024 წლის 6 მარტს სკოლა ოპიზაში გაიმართა სპექტაკლი “მარაბდის გმირები და ცხრა ძმა ხერხეულიძე”.
რეჟისორი: გოგა თავაძე.
სპექტაკლში მონაწილეობდნენ მსახიობები: ლევან კაციაშვილი, გიორგი ჯიქურიძე, ზურა არუსია და ლაშა გრძელიძე.
ღონისძიება მუსიკალურად გააფორმეს: დათო ჯაფარიძემ, ლაზარე გალდავამ და მიხეილ ძნელაძემ.
პროექტი ხორციელდება საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელშეწყობითა და კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრის “იცანი” ორგანიზებით.