მარტი 15, 2024
სიახლე
მე-9 კლასები, საქართველოს ტურისტულ-რეკრეაციული პოტენციალისა და საქართველოს კურორტების თემის შესწავლის პარალელურად, თბილისის ბალნეოლოგიურ სპა-კურორტს ესტუმრნენ.
თბილისის ბალნეოლოგიური კურორტი თითქმის საუკუნეა ფუნქციონირებს და 1998 წელს შენობას კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა. მოსწავლეებმა დაათვალიერეს ისტორიული შენობა და საკუთარი ქალაქი კიდევ ერთი, განსხვავებული კუთხით გაიცნეს.
– – –
გეოგრაფიის პედაგოგი – შავლეგ ურუშაძე