20 ოქტომბერს ილიასეული „ხუთშაბათობების“ ფარგლებში, ქ. თბილისის ილია ჭავჭავაძის ლიტერატურულ-მემორიალურ მუზეუმში

გაიმართა ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორის მაია ნინიძის საჯარო ლექცია „ილია ჭავჭავაძე და დემოკრატიული ღირებულებები“.
თანამედროვე დემოკრატიული ღირებულებები განსაზღვრულ უფლებებთან და თავისუფლებებთან ერთად გულისხმობს სამოქალაქო თანასწორობასა და კანონმორჩილებას. ილიასეული გაგება თავისუფლებისა და თანასწორობისა სწორედ კანონმორჩილების პრინციპებს ემყარება. ჩვენი მოსწავლეებისთვის, მომავალი თაობისათვის ძალიან მნიშვნელოვანია იტორიასა და თანამედროვეობას შორის კავშირების და მიმართებების დანახვა, თანამედროვე ღირებულების, თუნდაც დემოკრატიული სახელმწიფოს პრინციპების საკუთარი ისტორიული წარსულის თუ პოლიტიკური ტრადიციის ჭრილში დანახვა, რასაც ისახავს კიდეც მიზნად ისტორიის საგნის სწავლება.
ამიტომაც ,,სკოლა ოპიზას” ისტორიის პედაგოგის მარინა თევზაძის ინიციატივით, ჩვენი სკოლის მე-10ბ , მე-11ა და მე-11გ კლასების მოსწავლეები (პედაგოგის სხვადასხვა კლასის მოსწავლეებისგან შედგა ე.წ. კლას-კომპლექტი. ასევე მათთან ერთად იმყოფებოდა მე-11გ კლასის დამრიგებელი ნათია ლოლაძე) დაესწრნენ აღნიშნულ ლექციას, ამავდროულად ილია ჭავჭავაძის ლიტერატურულ-მემორიალური მუზეუმიც დაათვალიერეს. საღამო ნამდვილად საინტერესო და შთაბეჭდილებებით აღსავსე იყო.
აღსანიშნავია, რომ თბილისის მუზეუმების გაერთიანების პედაგოგი არის ჩვენი სკოლის კურსდამთავრებული, თბილისის ივ.ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტის პოლიტიკის მეცნიერებების ფაკულტეტის სტუდენტი თათია ტყემალაძე. სწორედ მან მიგვიწვია ლექციაზე და სამომავლოდაც დაგვპირდა საინტერესო ღონისძიებებზე მიპატიჟებას.
ლექციას შემოუერთდნენ სკოლის წლევანდელი კურსდამთავრებულებიც: თამუნა აკობია, მარიამ ხორბალაძე და ნინი გუნია. ესეც წარსულისა და თანამედროვეობის, თაობათა კავშირის მცირე, ნათელი მაგალითია.