დღეს „სკოლა ოპიზაში” ინტელექტუალური თამაშის ,,ტვინების ბრძოლის” საშემოდგომო სეზონის შიდა სასკოლო თამაში გაიმართა, ტრადიციული აზარტითა და ხალისით.

რა თქმა უნდა, გამარჯვებულიც გამოვლინდა – პირველობა მე-10ა კლასის მოსწავლეებმა მოიპოვეს!
გვინდა, ყველა მონაწილეს გადავუხადოთ მადლობა საინტერესო ასპარეზობისთვის, გამარჯვებულებს კი მივულოცოთ კიდევ ერთი სეზონის ჩემპიონების ტიტული!