რიტმული სმენის განვითარება დიდ როლს ასრულებს ბავშვის მუსიკალურ აღზრდაში, ხელს უწყობს მუსიკალური ნიჭის განვითარებას, ამდიდრებს მოსწავლის შემეცნებით სამყაროს და ხელს უწყობს შინაგანი დისციპლინის განმტკიცებას.

რიტმის გრძნობის გარეშე ხომ წარმოუდგენელია ზოგადად მუსიკალური ნაწარმოების აღქმა.
სწორედ ეს გახდა ერთგვარი მიზეზი და მიზანი ჩვენი სკოლის მუსიკის მასწავლებლისთვის, რომ განეხორციელებინა საინტერესო აქტივობა, რომელშიც სხვადასხვა კლასის მოსწავლეებთან ერთად დიდი ხალისით მასწავლებლებიც ჩაერთვნენ.
შოსტაკოვიჩის ვალსი # 2 – ,,სკოლა ოპიზას” შესრულებით.
პროექტის ხელმძღვანელი, მუსიკის პედაგოგი – ნინო რამაზაშვილი