საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ გამოცხადებულ კონკურსში, რომელიც ძალადობის საწინააღმდეგო თემაზე ნახატების შექმნას ისახავდა მიზნად, ჩვენი სკოლის IV, V და VI კლასის მოსწავლეებიც ჩაერთნენ.

,,კაცი ბეჩავი მჩაგრავი სად გაგონილა გმირიო!” – კონკურსის სახელწოდებაა და პატარებმაც მრავალფეროვანი ნამუშევრები შექმნეს. ნახატები სკოლის საგამოფენო სივრცეში გამოიფინა.
კონკურსში მონაწილეობისთვის სკოლის მოსწავლეები დირექციამ სიმბოლურად დაასაჩუქრა, ხოლო საუკეთესო ნამუშევრები შეირჩა და გადაიგზავნა კონკურსის შემდეგ ეტაპზე მონაწილეობისათვის.
წარმატებებს ვუსურვებთ ჩვენს მოსწავლეებს კონკურსის შემდეგ ეტაპზე.