4 დეკემბერს სეუ-ში (საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტში), ინტერნეტპლატფორმა საქართველოს ახალგაზრდული აკადემიის ორგანიზებით გაიმართა გამოფენა “ზამთრის ფესტივალი”.

 გამოფენაზე თავისი ნამუშევრები წარმოადგინა სკოლა ოპიზას მოსწავლემ მარიამ დარბაიძემ და დიდი მოწონებაც დაიმსახურა. მარიამი აირჩიეს მომავალი კონკურსის ჟიურის წევრადაც – კონკურსის სახელწოდება იქნება “პატარა მოქანდაკე”.  ვულოცავთ მარიამს ამ წარმატებას და მომავალშიც ვუსურვებთ წინსვლას და გამარჯვებებს
დამატებითი ინფორმაცია გამოფენის შესახებ იხილეთ ბმულზე: https://www.facebook.com/watch/?v=778167850249713