მოგესალმებით, ძვირფასო მშობლებო. მოგეხსენებათ, რომ სწავლის დაწყების პირველ კვირას სკოლამ შემოგთავაზათ არაორდინალური გრაფიკი, კონკრეტული დღეებით და საათებით,

გრაფიკის  მიზანია,  ავიცილოთ თავიდან  მოსწავლეთა თავშეყრა, თითოეულ მათგანს  გავაცნოთ უსაფრთხოების ის წესები, რომელთა დაცვაც სავალდებულოა. მითითებულ  დღეებში საგაკვეთილო პროცესი არ იწარმოებს, შეხვედრა იქნება საინფორმაციო ხასიათის   დამრიგებლებთან  ერთი ასტრონომიული  საათით(1სთ). გვინდა, გაგაცნოთ ყველაზე აუცილებელი წესები, უფრო დეტალურ ინფორმაციას მოსწავლეები მიიღებენ  დამრიგებლებისგან

  1. სკოლაში შემოსვლამდე  ყველა  მოსწავლე  გაივლის  თერმოსკრინინგს.
  2. თერმოსკრინინგის დროს ტემპერატურის დაფიქსირების შემთხვევაში მოსწავლე გადავა მოსაცდელ სივრცეში. 15 წუთში ჩაუტარდება განმეორებითი თერმოსკრინინგი, ტემპერატურის კვლავ დადასტურების შემთხვევაში მოსწავლე გადაყვანილი იქნება საკარანტინო ოთახში, მოხდება სიცხის გაზომვა ვერცხლისწყლიანი თერმომეტრით და  შეტყობინება გაეგზავნება მშობელს, რათა მან მოაკითხოს და წაიყვანოის ბავშვი. მშობლის გონივრულ ვადაში გამოუცხადებლობის შემთხვევაში სკოლა დაუკავშირდება 112-ს.
  3. სკოლის ტერიტორიაზე ყოფნის დროს მოსწავლე არაა ვალდებული ატაროს პირბადე, მაგრამ რეკომენდებულია თან იქონიოს
  4. სკოლის ტერიტორიაზე სასმელი წყლის დასალევად ყველა მოსწავლეს თან უნდა ჰქონდეს წყლის ჭურჭელი , რომელსაც აავსებს და გამოიყენებს საჭიროების დროს.
  5. სწავლის დაწყების პირველ ეტაპზე სკოლაში არ იფუნქციონირებს ბუფეტი, ამიტომ მოსწავლეებმა უნდა ატარონ საკვები, საკვების მისაღებად გამოყოფილ იქნება სპეციალური დრო.
  6. სკოლის გაცდენის შემთხვევაში მოსწავლის მშობელმა უნდა აცნობოს სკოლას გაცდენის მიზეზი.

სკოლის სურვილია მოვახერხოთ სწავლის დაწყება ჩვეულებრივ ერთცვლიანი ცხრილით, თუ მოგვცა სახელმწიფომ ამის უფლება. გაკვეთილების ხანგრძლივობა განსაზღვრულია 40 წუთით.

თქვენი დახმარებით  ჩვენ შევძლებთ ყველა გამოწვევასთან ღირსეულ გამკლავებას