,,სკოლა ოპიზა” ითვალისწინებს განათლების და ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციებს სასწავლო პროცესის უსაფრთხოდ წარმართვისთვის.

კორონავირუსის პრევენციის მიზნით , სკოლა მზადყოფნას გამოთქვამს სანიტარულ- ჰიგიენური საშუალებებით, სადენზიფექციო ხსნარებით, პირბადეებით, დისტანციური, უკონტაქტო თერმომეტრებითა და დენზობარიერებით, ვფიქრობთ, ძალიან მნიშვნელოვანია ეს ყველაფერი, მაგრამ არასაკმარისი, რადგან აუცილებელია სწორი ინფორმირება მოსწავლეების ქცევის წესების და უსაფრთხოების ნორმების დაცვის თვალსაზრისით, ამიტომ სკოლამ სავალდებულოდ ჩათვალა შემდეგი ნაბიჯების გადადგმა:
1. დამრიგებლების ინფორმირება და გადამზადება რეგულაციებთან დაკავშირებით ( შეხვედრა ჩანიშნულია 7-8 სექტემბერს, დილის 10 საათზე)
2. სასწავლო პროცესი იწყება 15 სექტემბერს , სამშაბათს, ეს არასრული კვირა გადავწყვიტეთ გამოვიყენოთ ადაპტაციისთვის, რადგან მონატრებულმა გარემომ არ შექმნას ქაოსი და უწესრიგობა.
პირველ კვირაში სკოლაში გამოცხადების გრაფიკი ასეთია:
15 სექტემბერი – 9 სთ, მხოლოდ პირველი კლასები
15 სექტემბერი – 11 სთ, მხოლოდ II- III და IV კლასები
15 სექტემბერი – 13 სთ, მხოლოდ V და VI
კლასები
16 სექტემბერი – 9 სთ, მხოლოდ საბაზო საფეხური VII, VIII, IX კლასები
17 სექტემბერი – 9სთ, მხოლოდ საშუალო საფეხური X,XI, XII კლასები,
18 სექტემბერი – 9სთ , I – II- III- IV-V-VI კლასები
21 სექტემბერს, დილის 9 საათიდან სკოლა სწავლას განაახლებს 5 დღიანი სასწავლიო რეჟიმით, ყველა კლასით, სასკოლო სივრცეში ( ონლაინის გარეშე)
გთხოვთ, დაიცვათ გრაფიკი, რაც საშუალებას მოგვცემს დეზინფექციის ჩატარების, ასევე მნიშვნელოვანია ჩვენთვის გამოცდილების აღება, რომ უსაფრთხოდ შევძლოთ სწავლის გაგრძელება. გამოცხადდით დათქმულ დროს, კონკრეტულ რიცხვში, დეტალური ინფორმაციისთვის მიმართეთ დამრიგებლებს ორშაბათიდან
3. სკოლაში მიმდინარეობს პარალელურ რეჟიმში შეხვედრა კათედრის თავჯდომარეებთან , მუშავდება ონლაინ გაკვეთილების ცხრილიც, თუ ამის საჭიროება და აუცილებლობა დადგება, მუდმივ რეჟიმში ვთანამშრომლობთ შესაბამისს ყველა რგოლთან
გისურვებთ მშვიდობიან სასწავლო წელს, რამეთუ ჩვენი და თქვენი ინტერესი საერთოა, გვყავდეს ჯანმრთელი და განათლებული მომავალი თაობა