მოგესალმებით ძვირფასო მშობლებო, გისურვებთ ჯანმრთელობას და სიმშვიდეს.

მჯერა, რომ სიყვარულით და გვერდით დგომით დავამარცხებთ ამ გლობალურ პანდემიას, რომელმაც მთელი მსოფლიო ფეხზე დააყენა.
მოგეხსენებათ, რომ საგანგებო მდგომარეობის მოქმედების პერიოდში მთავრობის დადგენილებით ( საქართველოს მთავრობის დადგენილება N 205) განისაზღვრა სკოლის ექიმის მოვალეობა დამრიგებლებთან აუცილებელი კომუნიკაციის და მოსწავლეთა ჯანმრთელობის მდგომარეობის ინფორმაციის შეგროვების შესახებ.
ამიტომ, უმორჩილესად გთხოვთ, ინფორმაცია თქვენი შვილების ჯანმრთელობის შესახებ რეგულარულად მიაწოდოთ თქვენს დამრიგებლებს ( დარწმუნებული ვარ ასრულებთ ყველა იმ მითითებას რომელსაც ჯანდაცვის სამინისტრო გვთავაზობს)
დარჩი სახლში! სკოლის ექიმი.