ძვირფასო ოპიზელებო, ალბათ ყველა ჩვენგანი აცნობიერებს ქვეყანაში შექმნილ მძიმე მდგომარეობას.

საქართველოს მრავალსაუკუნოვანი ისტორიის მანძილზე ხშირად ყოფილა ძნელბედობა, მსოფლიოს უკვირს, თუ როგორ გადარჩა და მოაღწია დღემდე ჩვენმა პატარა ქვეყანამ. პასუხი მარტივია: ,,ერთმანეთის თანადგომით“. მოგიწოდებთ ყველას, გავუწიოთ ერთმანეთს თანადგომა და დავემორჩილოთ სახელმწიფოს მიერ გაცემულ რეკომენდაციებს. ჩვენი სკოლის პედაგოგები დაუღალავად შრომობენ და ამ რთული ვითარების მიუხედავად ჩვენს შვილებს ცოდნას დისტანციურ რეჟიმში აწვდიან. ისინი იყენებენ მათ ხელთ არსებულ ყველა შესაძლებლობას, რათა ჩვენს მომოვალ თაობას არაფერი დააკლდეს. თავის მხრივ, ,,სკოლა ოპიზა“ აცნობიერებს რა თანადგომის მნიშვნელობასა და ქვეყანაში შექმნილ მდგომარეობას, ამიტომ სკოლის ყველა მოსწავლის მშობელს (მეურვეს) მარტის თვიდან მდგომარეობის გამოსწორებამდე სთავაზობს 20%-იან საგადასახადო შეღავათს. შესაბამისად, თქვენ შეგიძლიათ ხელშეკრულებაში ყოველთვიურ გადასახადად მითითებულ თანხაზე 20%-ით ნაკლები გადაიხადოთ. ვისაც მარტის თვეში გადახდილი აქვს სრული ღირებულება, მათ ზედმეტი თანხა მომოვალი თვის გადასახადიდან გამოაკლდებათ. სკოლა ,,ოპიზა“ გისურვებთ ჯანმრთელობას. მალე შევხვდებით ყველანი ერთმანეთს ჩვენი საყვარელი სკოლის კედლებში.

პატივისცემით შპს ,,სკოლა ოპიზას“ დირექტორი
პ.ს. კითხვების არსებობის შემთხვევაში დაგვიკავშირდით
579 00 72 18 შავლეგ ურუშაძე
597 17 77 776 გიორგი გეთიაშვილი
557 00 20 40 მაია მაისურაძე