28 თებერვალს მე-12 ბ კლასის მოსწავლეებისა და ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლის – თინათინ ანასაშვილის ინიციატივით

 ”სკოლა ოპიზას” ეწვია მწერალი, მკვლევარი და ჟურნალისტი ნინო ჩხიკვიშვილი. შეხვედრის თემა გახლდათ “ცისფერყანწელები და მე-20 საუკუნის საქართველო”. მწერალმა ვრცლად ისაუბრა “ცისფერყანწელების” შემოქმედებისა და ცხოვრების შესახებ. შეხვედრის თარიღიც სიმბოლურია. 1916 წლის 28 თებერვალს ყანწელებმა დაადასტურეს თავიანთი არსებობა და გამოვიდა ჟურნალი “ცისფერი ყანწები”.

შეხვედრა სასიამოვნოდ წარიმართა.

მოსწავლეთა დიდი ინტერესი გამოიწვია “ცისფერყანწელთა” ისტორიამ. მდიდარი ფოტომასალის ჩვენების შემდეგ მწერალმა მოგვასმენინა პაოლო იაშვილის ხმის უიშვიათესი ჩანაწერი, რომელიც მოსკოვშია მიკვლეული.