ტიფლისტექსს დღეს სკოლა “ოპიზას” მე-7 კლასის მოსწავლეები ესტუმრნენ.

 

ექსკურსიაზე მოზარდები თავიანთი საყვარელი წინდების წარმოების პროცესს გაეცნენ და სიმბოლური საჩუქრებითაც დაჯილდოვდნენ.

მნიშვნელოვანია მოზარდებს ცხოვრების იმ პერიოდისათვის, როცა პროფესიასთან დაკავშირებული არჩევანი უნდა გააკეთონ, ახლოდან ჰქონდეთ ნანახი სხვადასხვა კომპანიის სამუშაო გარემო და წარმოების პროცესი.

ბავშვებს შესაძლებლობა აქვთ, გაეცნონ სხვადასხვა პროფესიის ადამიანების ყოველდღიურობასა და სამუშაო პროცესს. ეს აადვილებს სასურველი პროფესიის ფრთხილად და გააზრებულად შერჩევას.

განსაკუთრებული მადლობა:

❤ სკოლა ოპიზასა და მე-7 კლასის დამრიგებელს – ნატალია დარჩიას ასეთი შესანიშნავი მოსწავლეებისა და საინტერესო სტუმრების აღზრდისათვის

❤ ტიფლისტექსის სტუმართმოყვარე გუნდს გულუხვი დახვედრისათვის