3 მაისს მე-10(ბ) კლასში ჩატარდა სამოდელო გაკვეთილი მათემატიკაში თემაზე: ,,მათემატიკის გამოყენება ერთი პრაქტიკული პრობლემის გადასაჭრელად (სინუსების თეორემა),, პედაგოგი ნათია ორმოცაძე.

გაკვეთილი მიმდინარეობდა 90წუთის განმავლობაში, ამ დროშო მოსწავლეებმა დაამზადეს ხელსაწყო ,,კლინომეტრი,, და გამოიყენეს კუთხის გასაზომად , რათა გაეზომათ სკოლის შენობის სიმაღლე. მოსწავლეები დიდი ინტერესით ჩაერთვნენ აქტივობებში და წარმატებით გადაჭრეს პრობლემა, კერძოდ დიდი სიზუსტით გამოთვალეს სკოლის შენობის სიმაღლე რეალური გაზომვის გარეშე. შეფასების ჯგუფმაც წარმატებით იაქტიურა და არ ჩამორჩა მოსწავლეებს , გამოიჩინეს დიდი ინტერესი და გამოთვალეს კიდევაც შენობის სიმაღლე. დიდი მადლობა დირექციას ასეთი აქტიურობისა და დაინტერესებისათვის.