საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკის საკონფერენციო დარბაზში 3 მაისს ჩატარდა ,,სკოლა ოპიზას” 20 წლისთავისადმი მიძღვნილი ისტორიული სამეცნიერო კონფერენცია თემაზე:

,,ქართული განათლების ისტორიული როლი საქართველოს სახელმწიფოებრიობის ჩამოყალიბებასა და განვითარებაში,” რომელიც საზოგაოდებრივი მეცნიერების კათედრის მიერ იყო ორგანიზებული.
1. მოკლე ცნობები საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის შესახებ – შალვა ბიწაძე ( მე-10 აკლასი)
2. ძველი ოპიზა – მარიამ ხორბალაძე (მე-9 ბ კლასი)
3. ქართული კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრები შუა საუკუნეების საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ – ანი ლეშკაშელი, მარიამ დევდარიანი, ელენე ყოჩიაშვილი ( მეცხრე ა კლასი)
4. ძველი ოპიზიდან ჩვენს ,,ოპიზამდე” – ნიკოლოზ დადვანი (მე-10 ა კლასი)
5. უნივერსიტეტის რაინდები – თათია ტყემალაძე ( მე-12 კლასი)
6. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის განათლების სისტემა. საბჭოთა განათლების სისტემის შეფასება – ნანო კვარაცხელია (მე-12 კლასი)
7. თანამედროვე განათლების სისტემის გამოწვევები – შავლეგ ურუშაძე
მოსწავლეებმა შეძლეს საინტერესოდ წარმოეჩინათ ქართული განათლების როლი ჩვენს სახელმწიფოებრიობაში ისტორიული ოპიზიდან მოყოლებული დღემდე.
ბატონმა შავლეგ ურუშაძემ კი თანამედროვე განათლების გამოწვევებზე მეტად კრეატიული ინტერაქცია შესთავაზა დამსწრე საზოგადოებას, რითაც ხაზი გაუსვა ახალ გამოწვევებს, ჩვენი სკოლის როლის და ადგილის ამ მნიშვნელოვან საქმეში.