,სკოლა ოპიზას“ საინტერესო პრეზენტაციით ეწვივნენ სტუდენტური პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის წარმომადგენლები

გიორგი მირიანაშვილი და მარიამ ჩხიკვაძე. სალექციო თემა – თავდაცვა და უსაფრთხოება, ტერმინოლოგიური და ფუნქციური ანალიზი, ისტორიული განვითარება და 21- ე საუკუნის თავდაცვისა და უსაფრთხოების გამოწვევები. მოსწავლეების დაინტერესებამ და ჩართულობამ აღნიშნული საკითხის მიმართ განაპირობა კიდევ ერთი სალექციო კურსის დაგეგმვა უახლოეს მომავალში.