დღეიდან ,,სკოლა ოპიზას“ თანამშრომლებისთვის ამოქმედდა ელექტრონული ბარათებით დაშვების სისტემა.

პირველ ეტაპზე სისტემა სატესტო რეჟიმში მუშაობს – გამართულია ერთი (შემოსასვლელიდან მარცხენა) ტურნიკეტი, რომელზეც მოხდება თანამშრომელთა ელექტრონული ბარათების გატარება.

მომდევნო კვირიდან ეტაპობრივად (საფეხურების მიხედვით) მოხდება სკოლაში დაშვების ელექტრონულ სისტემაში მოსწავლეთა ჩართვაც. სისტემის ეფექტურად მუშაობისთვის სკოლის ადმინისტრაციას სჭირდება მოსწავლეთა მშობლების/მეურვეების ელექტრონული ფოსტის მისამართები, რომლებზეც დაიგზავნება მათი ანგარიშების აქტივაციის კოდები. აღნიშნული ანგარიშების საშუალებით მშობელს შეუძლია მობილური აპლიკაციით აკონტროლოს თავისი შვილის სკოლაში შემოსვლის და სკოლიდან გასვლის დროები.

პროექტის მეორე ეტაპი, რომელიც სატესტო რეჟიმში მიმდინარე სასწავლო წლის ბოლომდე ამოქმედდება, გულისხმობს სკოლაში ელექტრონული ჟურნალის დანერგვას.