,,სკოლა ოპიზას“ XI კლასის მოსწავლეებმა:

 ნინი ბეგაშვილმა, თაკო ზარნაძემ, ნუცა ზურებიანმა, ნინო ჭიჭაყუამ და ნინი კუპრეიშვილმა (მასწავლებელი: თინათინ ანასაშვილი) მონაწილეობა მიიღეს კავკასიურ სახლში გამართულ ,, ვეფხისტყაოსნის“ სამაგიდო თამაშის ჩემპიონატში. თამაშში ასევე მონაწილეობდნენ ქართველი და აზერბაიჯანელი სტუდენტები. გამოვლინდნენ გამარჯვებლები: ნუცა ზურებიანი და ნინი კუპრეიშვილი. გამარჯვებული დაჯილდოვდნენ მაისურებითა და ,,ვეფხისტყაოსნის” სამაგიდო თამაშით.
მონაწილეებს გადაეცათ სერტიფიკატები.