2018-19 სასწავლო წელი ,,სკოლა ოპიზასთვის” საიუბილეოა – მე-20 სასწავლო წელი.

ამ დროის მანძილზე უამრავმა მოსწავლემ მიიღო განათლება ჩვენს სკოლაში და გავიდა ცხოვრების ფართო ასპარეზზე.
სწორედ ამ თარიღთან დაკავშირებით გადავწყვიტეთ ეტაპობრივად გაგაცნოთ ჩვენი კურსდამთავრებულები და გესაუბროთ მათ მიღწევებზე.
NASA-ს მხარდაჭერით ილიას სახელმწიფო უნივერსტეტის აბასთუმნის ასტროფიზიკურ ობსერვატორიაში გლობალური 48 საათიანი კოსმოსური ჰაკათონი გაიმართა. კომპეტეტური ჟიურის მიერ შერჩეულ 12 პროექტს შორის გამოვლენილი გამარჯვებული პროექტი NASA-ში გაიგზავნება ახალი საკონკურსო ეტაპისთვის.
გაიცანით კონკურსის გამარჯვებული ,,სკოლა ოპიზას” 2013-14 სასწავლო წლის კურსდამთავრებული, ოთარ მამესწარაშვილი!
ვულოცავთ ამ მიღწევას მას და ვუსურვებთ შემდგომ წარმატებებს.
ოთო, ჩვენი სკოლა ამაყობს შენით! გვიყვარხარ!