სადამრიგებლო პროგრამის ფარგლებში, ,,სკოლა ოპიზას” X და XI კლასების მოსწავლეები,

იმყოფებოდნენ სტუმრად თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტში.
ბავშვები გაეცნენ უნივერსიტეტში არსებულ საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამებს, მიიღეს ინფორმაცია გაცვლითი პროგრამების შესახებაც.
მსგავსი ტიპის შეხვედრები გაგრძელდება მომავალშიც, სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებლებში, აღნიშნული პროგრამის ფარგლებში.