,,სკოლა ოპიზას” სამოქალაქო კლუბის ,,კანუდოსელების” ინიციატივით სკოლას სტუმრად ეწვია დელეგაცია ესტონეთიდან.

კერძოდ, ქ. საუე-ს გიმნაზიის წარმომადგენლები. ვიზიტი ითვალისწინებდა სამომავლო ურთიერთობებს (მათ შორის გაცვლით პროგრამებს), ამ ორ სკოლას შორის.
,,სკოლა ოპიზას” მოსწავლეებმა და პედაგოგებმა გულთბილი დახვედრა მოუწყვეს სტუმრებს. გაიმართა ორმხრივი კონფერენცია, რომელზეც წარმოდგენილი იყო საქართველოსა და ესტონეთის ზოგადი ისტორიული მიმოხილვა სლაიდ შოუს თანხლებით.