2 დეკემბერს, ,,სკოლა ოპიზას” მოსწავლეებმა წარმოადგინეს სპექტაკლი.

მათ გააცოცხლეს სხვადასხვა სცენები ნოდარ დუმბაძის შემოქმედებიდან. სკოლის რეჟისორის ქ–ნ,ნონა მურვანიძის დახმარებით ბავშვებმა შესანიშნავად გაართვეს თავი დაკისრებულ მოვალეობას.სკოლაში სტუმრად იმყოფებოდა პოეტი – ერეკლე საღლიანი და მსახიობი – ზაზა მაღალაშვილი.მათ პატარა მსახიობებს მოუწონეს ნამუშევარი და მომავალშიც წარმატებები უსურვეს.