,,სკოლა ოპიზას” მოსწავლეების დიდი წარმატება კონკურსში ,, მე ომბუდსმენი 2012″

 

,,სკოლა ოპიზას” მოსწავლეებმა მონაწილეობა მიიღეს და გაიმარჯვეს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით და ევროკავშირის პროექტის ,,სახალხო დამცველის აპარატის ხელშეწყობა” დაფინანსებით ჩატარებულ კონკურსში ,,მე ომბუდსმენი 2012″

2012 წელს კონკურსისთვის დარეგისტრირდა სულ 340 გუნდი. კონკურსში მონაწილეობას საქართველოს თითქმის ყველა რეგიონი იღებდა:

  • თბილისი – 45 გუნდი
  • იმერეთი – 104 გუნდი
  • შიდა ქართლი – 53 გუნდი
  • კახეთი – 28 გუნდი
  • აჭარა – 28 გუნდი
  • გურია – 7 გუნდი
  • სამეგრელო–ზემო სვანეთი – 41 გუნდი
  • ქვემო ქართლი – 20 გუნდი
  • სამცხე–ჯავახეთი – 5 გუნდი
  • რაჭა–ლეჩხუმი –4 გუნდი
  • მცხეთა–მთიანეთი – 5 გუნდი

         თბილისი – 13,5 % და რეგიონები 86,5%. ფინალური რაუნდის ნაშრომები შეაფასა 3 დამოუკიდებელი ექსპერტისგან შემდგარმა ჟიურიმ.
2013 წლის 11 თებერვალს საქართველოს სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა გიორგი მარგველაშვილმა და ევროკავშირის ელჩი საქართველოში ბატონმა ფილიპ დიმიტროვმა კონკურსის ,,მე ომბუდსმენი 2012″ გამარჯვებული მისწავლეები დააჯილდოეს.
კონკურსში ,,მე ომბუდსმენი 2012″ პირველი ადგილი დაიკავეს ,,სკოლა ოპიზას” მოსწავლეებმა, ძმებმა თორნიკე (XI ა – დამრ. ნ.ჭანკოტაძე) და ტატო ( XII ა – დამრ. ა. ბიწაძე) გურგენიძეებმა, მეორე ადგილზე გავიდნენ მერი ჯულაყიძე (თბილისის 178–ე საჯარო სკოლა) და ნინო შონია (,,სკოლა ოპიზა” X ბ დამრ. ი. ჩხაიძე) , მესამე ადგილი კი წილად ხვდა ქეთევან ზუკაკიშვილს (თბილისის 21–ე საჯარო სკოლა) და მარიამ ნანობაშვილს (სიღნაღის რაიონის სოფ.ანაგის საჯარო სკოლა). კონკურსის სათაურიდან კარგად ჩანს, რომ მონაწილეებს უნდა გამოემჟღავნებინათ ცოდნა კონსტიტუციის, ადამიანის უფლებების დაცვის და სამართლის სფეროში. ჩვენი მოსწავლეები ამ კურსს გადიან შემდეგ საგნებში:

  • IX კლასი _ სამოქალაქო განათლება ( პედ. მაია თევზაძე);
  • X კლასში __ სამოქალაქო განათლება ( პედ. მაია თევზაძე);
  • XII კლასში – სამოქალაქო თავდაცვა და უსაფრთხოება ( პედ. მაია თევზაძე).

,,სკოლა ოპიზა” ულოცავს ამ დიდ წარმატებას მოსწავლეებს, მათ პედაგოგს , დამრიგებლებს და სკოლის ყველა გულშემატკივარს.