,,სკოლა ოპიზას’’ დამფუძნებელს ,ბატონ გოჩა ურუშაძეს 50 წელი შეუსრულდა.

ეს მნიშვნელოვანი თარიღი ყურადღების მიღმა არ დარჩენიათ სკოლის მოსწავლეებსა და მასწავლებლებს. გაიმართა საიუბილეო საღამო,რომელსაც ესწრებოდნენ ბატონი გოჩას მეგობრები ,თანამშრომლები და მოწვეული სტუმრები. სიტყვა წარმოთქვა ქართველმა პოეტმა ვანო სურგულაძემ; პოეტმა ერეკლე საღლიანმა შეაფასა და საზოგადოების წინაშე წარმოაჩინა იუბილარის როგორც პიროვნული, ასევე საზოგადოებრივი ღვაწლი.

სკოლა ოპიზა, მისი თანამშრომლები, მოსწავლეებიყველანი კიდევ ერთხელ ულოცავენ ბატონ გოჩას ამ ღირსშესანიშნავ თარიღს. ჯანმრთელობას, მზეგრძელობას, ნაყოფიერ საქმიანობას, წინსვლას და წარმატებას უსურვებენ.