ბოლო ზარი ,,სკოლა ოპიზაში”

ფერადი წარწერებით აჭრელებული პერანგები… უამრავი კეთილი სურვილი… თვალცრემლიანი მოსწავლეები და მასწავლებლები…

19 მაისს მეთორმეტეკლასელთათვის ბოლო ზარი დაირეკა. მოსწავლეებმა შესანიშნავი ღონისძიება წარმოადგინეს. შეასრულეს სიმღერები, ცეკვები და პაროდიები. მათ კიდევ ერთხელ მიუალერსეს საყვარელ მასწავლებლებს, კიდევ ერთხელ მოეფერნენ ერთმანეთს და ფართო ნაბიჯი გადადგეს ახალი ცხოვრებისაკენ. ტრადიციის თანახმად, მეთერთმეტე კლასელებმაც მოუწყვეს გაცილება პატარა შესანიშნავი წარმოდგენით და გადაიბარეს ესტაფეტა.

ღონისძიებას ესწრებოდნენ მსახიობები: გია კორკოტაშვილი და გია გურგულია, პროექტ ,,ცეკვავენ ვარსკვლავების ” მონაწილეები: ჯულიანა ბარგნარი და მიშა მესხი, პოეტები: ვანო სურგულაძე და ბადრი ხურცილავა, ტურისტული სააგენტო ,,SINERGIE VOYAGE” –ის სააგენტოს დირექტორი  შოთა ჭაბაშვილი.

მოწვეული სტუმრები აღფრთოვანებულნი დარჩნენ და მოიხიბლნენ ბავშვების ნიჭიერებით, სცენურობით და წარმატებები უსურვეს მათ.

დასასრულს, სკოლის დირექტორმა ბ–ნმა გოჩა ურუშაძემ გზა დაულოცა  და მადლობა გადაუხადა მოსწავლეებს, ასევე მათ დამრიგებლებს ამ  ლამაზი წარმოდგენისათვის.