2 აპრილს IV ბ კლასში ჩატარდა პროექტი თემაზე:

,, მოგზაურები და აღმოჩენები” (პედაგოგი მიმოზა აბაშიძე).

მოსწავლეებმა წარმოადგინეს საინტერესო მასალები მოგზაურებისა და მათი აღმოჩენების შესახებ.

მეორე ნაწილში ჩატარდა ჯგუფური ვირტუალური მოგზაურობა რუკაზე სხვადასხვა მარშრუტით. მოსწავლეთა ჯგუფებმა წარმატებით და ხალისიანად გაიარეს დავალებაში მითითებული მარშრუტები და დაასახელეს გავლილი გეოგრაფიული ობიექტები.