2014 წლის 27 მარტს

VII გ კლასში განხორციელდა პროექტი თანამედროვე მუსიკის შესახებ. ხელმძღვანელი ნინო რამაზაშვილი.

კლასი იყო სამ ჯგუფად დაყოფილი. ჯგუფებს წარმოდგენილი ჰქონდათ ინფორმაცია პოპმუსიკის, როკმუსიკის და ჯაზის შესახებ. თითოეულ ჯგუფს ასევე წარმოდგენილი ჰქონდა  კედლის გაზეთი და სლაიდ შოუ.

პროექტს ესწრებოდნენ: საბაზო საფეხურის კოორდინატორი ირინა ჩხაიძე, სკოლის ორგანიზატორი ნათია სარქისაშვილი, მუსიკის პედაგოგი ელზა მუმლაძე და ისტ. მენეჯერი მაია ლოლაძე. მათ დადებითად შეაფასეს საკლასო პროექტი.