2014 წლის 17 მარტს VII ა კლასის მოსწავლეებმა

წარმოადგინეს პროექტი სახელწოდებით ,,ვენის კლასიკოსი და რომანტიკოსი კომპოზიტორები”. (ხელმძღვანელი ნინო რამაზაშვილი).

კლასი დაყოფილი იყო ორ ჯგუფად, ერთმა ჯგუფმა წარმოადგინა ვენის კლასიკური სკოლის წარმომადგენლები:ი. ჰაიდნი, ვ.ა. მოცარტი და ლ.ვ. ბეთჰოვენი, ხოლო მეორე ჯგუფმა რომანტიკოსი კომპოზიტორები: ფ. შუბერტი, ფ.შოპენი, რ. შუმანი. თითოეულ გუნდს წარმოდგენილი ჰქონდა სლაიდები, აუდიო მასალა და კედლის გაზეთი.

პროექტს ესწრებოდნენ სკოლის დირექტორი, დირექტორის მოადგილე სასწავლო–აღმზრდელობით დარგში, სკოლის ორგანიზატორი, საშუალო საფეხურის კოორდინატორი, სპორტისა და ესთეტიკური აღზრდის კათედრის ხელმძღვანელი და პედაგოგები.

ქ–ნმა მაია თევზაძემ დადებითად შეაფასა მოსწავლეთა მონდომება,მასწავლებლის შრომა და მადლობა გადაუხადა გაწეული შრომისათვის.