პარასკევს,14 მარტს საბუნებისმეტყველო კათედრის ხელმძღვანელის

რუსუდან კამლაძის თაოსნობით მოეწყო მიზნობრივი გასვლითი გაკვეთილი ნატახტარის ლუდის ქარხანაში.

VII გ კლასის მოსწავლეები გაეცნენ საწარმოს შექმნის ისტორიას, ტექნიკურ აღჭურვილობას, ლუდის ხარშვის და ლიმონათის დამზადების ტექნოლოგიას. ასევე გაეცნენ ერთჯერადი პოლიეთილენის ჭურჭლის წარმოებას.

ფიზიკის პედაგოგმა, რუსუდან კამლაძემ მოსწავლეთა ყურადღება გაამახვილა წნევისა და მისი გამზომი ხელსაწყოების გაცნობაზე და აუხსნა რამდენად მნიშვნელოვანია ტექნიკური პროგრესი წარმოებისთვის.

ბოლოს მოსწავლეებმა დააგემოვნეს მიღებული პროდუქტები.

მოსწავლეებს გადაეცათ სერთიფიკატები და თავიანთ სახელზე ჩამოსხმული ლიმონათები.